суббота, 9 ноября 2013 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა .ვისწავლეთ ის , რაც ყველა პედაგოგს დასჭირდება სწავლების პროცესში .  google draive-ის საშუალებით შევადგინეთ ელექტრონული კითხვარები , რითაც შევძლებთ  გავაკეთოთ სხვადასხვა ტიპის ტესტი ჩვენი პროექტისათვის და ზოგადად, ყოველი ახალი თემისთვის . ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მოსწავლეები ინტერნეტის  საშუალებით შეძლებენ , რითაც კიდევ უფრო განივითარებენ 21 –ე საუკუნის უნარ– ჩვევებს.ვისწავლეთ ასევე  ჩვენს  ბლოგზე კითხვარის გადატანა, პრეზენტაციაში ბმულების ჩასმა. ხვალ კი საბოლოო პროდუქტი უნდა წარვადგინოთ. ამრიგად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღე გველოდება.

воскресенье, 3 ноября 2013 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ  წინა დღეს შესწავლილი მასალა , გავუზიარეთ ტრენინგის მონაწილეებს  ჩვენ მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები. გავუკეთეთ ერთმანეთის ნაშრომებს კომენტარები. დღეს  ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, თუ როგორ ჩავრთოთ ნიჭიერი , არაქართულენოვანი და ინდივიდუალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები ეფექტურად  პროექტში . გავიხსენეთ სხვადასხვა მეთოდი  ამ  საკითხთან დაკავშირებით. ყველაზე საინტერესო კი იყო სუსტი მოსწავლსთვის ბროშურის შექმნა.ვფიქრობ, ამ ტიპის დავალებას 21 -ე საუკუნეში ხალისით შესრულებენ სუსტი და  ზარმაცი მოსწავლეებიც . დადებითი მხარე კი სწორედ მათი ამ გზით ჩართვაა მუშაობის პროცესში . ვისწავლეთ ბლოგში გაჯეტების დამატება . 

суббота, 2 ноября 2013 г.

მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნიმუში

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მეხუთე  მოდულს  .ვიმუშავეთ  პრეზენტაციის ნიმუშის  შეფასების რუბრიკაზე . ვისწავლეთ  " გუგლ დრაივის " საშუალებით კომეტარების გაკეთება. შევისწავლეთ  ასევე   როგორ ხდება " youtube" ვიდეოების ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს . დღემ  საკმაოდ  საინტერესოდ ჩაიარა . მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისგან და ერთმანეთსაც გავუზიარეთ აზრები.