суббота, 12 октября 2013 г.

რეფლექსია

 ტრენინგის პირველმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა . შთაბეჭდილებებმაც მოლოდინს გადააჭარბა.პროექტების გამოყენებით სწავლებაზე   მომისმენია ტრენინგი , თუმცა ინტელის სასწავლო კურსმა ბევრი სიახლე შემოგვთავაზა .ტრენინგის მსვლელობის დროს, ამ სიახლეების გაცნობა გმატებს მოტივაციას, კიდევ უფრო ხალისითა და მონდომებით, დაგეგმილად იმუშავო მოსწავლეებთან. ამ კუთხით ჯგუფის წევრები გავეცანით  ბევრ  საჭირო ინფორმაციას, ვნახეთ პროექტთა ნიმუშები, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით  , რესურსები, შევისწავლეთ  პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა  .მაქვს მოლოდინი იმისა, რომ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა, შესაძლებლობას მომცემს სწორად წარვმართო პროექტებით სწავლება და გავიდე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე . განუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები. მინდა აღვნიშნო , რომ ტრენინგს საკმაოდ პროფესიონალურად  და მონდომებით წარმართავს  საინფორმაციო მენეჯერი , ქალბატონი ნინო კაჟაშვილი.
  

Комментариев нет:

Отправить комментарий