დღეს საკმაოდ საინტერსეო მოდულს გავეცანით. პროექტების შექმნის დროს არასოდეს გამიკეთებია სასწავლო ნიმუში . ამ კუთხით მუშაობა საკმაოდ პროდუქტიულია , რადგან ჩვენ წარმოდგენა გვაქვს , ნაწილობრივ მაინც, როგორი იქნება ვიზუალურად და თემატურად ჩვენი პროექტი ..გაგვიადვილდება მოსწავლეთა შეფასებაც.გავიხსენეთ სურათების გადმოწერა და ვიდეოების ატვირთვა .პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვანია ასევე მოძიებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საავტორო უფლებების დაცვის უნარ –ჩვევა გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს . დღეს , მოდულის გაცნობის შემდეგ, შევძელით შეგვექმნა გვერდი , რომელზეც ვინახავდით გადმოწერილი მასალის ონლაინ მისამართებს. შევქმენით ასევე ბუკლეტისა და პრეზენტაციის ნიმუში , რომელზეც პროექტის მსვლელობის დროს თავად იმუშავებენ მოსწავლეები.ვისწავლეთ" ვებ-გვერდის" ჩანიშნვა, რათა პროექტისთვის შერჩეულ ჯგუფებს მივცეთ ინფორმაცია, სად და როგორ მოიძიონ მასალები.
Комментариев нет:
Отправить комментарий